დი მარია "რეალში" ბრუნდება ?!

27-04-2020, 13:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა, კლუბის ყოფილი მოთამაშის გადაბირებას შეეცდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლოს ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, ბოლო დროს, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, ანხელ დი მარიას გადაბირებით დაინტერესდა.

ცნობების მიხედვით, არგენტინელმა ფეხბურთელმა "რეალში" დაბრუნებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შემტევის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 65 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით