"არსენალი" მომდევნო კვირიდან ვარჯიშებს მკაცრი წესების დაცვით განაახლებს

27-04-2020, 19:08

გამოცემა ESPN-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი, კორონავირუსის პანდემიის გამო, კვლავ იზოლაციის რეჟიმში იმყოფება, ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელები საკუთარ ბაზაზე ვარჯიშებს მიმდინარე კვირიდან განაახლებენ.

წყარო იტყობინება, რომ კლუბმა ვარჯიშებზე დაბრუნებასთან დაკაბვშირებით მკაცრი წესები დაადგინა. მაგალითად, ფეხბურთელები ბაზაზე ცალ-ცალკე მივლენ და პირდაპირ მოედანზე შევლენ, რადგან ბაზის ყველა შენობა დაკეტილი იქნება.

გარდა ამისა, ვარჯიშის შემდეგ ისინი შხაპის მიღებისა და სადილის გარეშე დაბრუნდებიან სახლებში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით