იურგენ კლოპსა და მბაპეს მამას შორის საუბარი შედგა

27-04-2020, 19:46

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდი კილიან მბაპე "ლივერპულის" ინტერესთა სფეროში მოექცა.

მერსისაიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი პირადად დაუკავშირდა ფეხბურთელის მამას, რათა ფეხბურთელის მიმართ თავისი დაინტერესება გამოეხატა.

"ლივერპული" მბაპეს სადიო მანეს შემცვლელად განიხილავს. ამ უკანასკნელმა უკმაყოფილება გამოხატა კლოპის მიმართ და განაცხადა, რომ გუნდის დასატოვებლად მზად არის.

სენეგალელის გადაბირებით მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.

პარიზელები 21 წლის მბაპეში 200 მილიონ ევროს ითხოვენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე - უეფაში ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით