არტეტა ფრანგი ვარსკვლავის ტრანსფერზე ამუშავდა

28-04-2020, 14:53

ბრიტანული ტაბლოიდი The Daily Express იტყობინება, რომ ლონდონის "არსენალმა" "ბარსელონადან" ფრანგი გარემარბის, უსმან დემბელეს სამედიცინო ისტორია გამოითხოვა.

წყაროს თანახმად, "მეთოფეებს" სურთ, რომ ახალგაზრდა ვინგერის გადმობირებამდე მისი ფიზიკური კონდიციების შესახებ ნათელი წარმოდგენა ჰქონდეთ.

გასულ კვირას Sport-მა გვამცნო, რომ ანალოგიური მოთხოვნით კატალონიელებს "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმართა.

შეგახსენებთ, რომ დემბელე ამჟამადაც ტრავმას იშუშებს და მისი დაბრუნება სექტემბრამდე ნაკლებად სავარაუდოა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით