ალფონს არეოლას მომავალი გარკვეულია

28-04-2020, 16:15

მადრიდის „რეალი“ „პსჟ“-ს საკუთრებაში მყოფ მეკარეს, ალფონზო არეოლას არ გამოისყიდის.

მადრიდული გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი ფრანგი კარის დარაჯის გამოსყიდვით დაინტერესებული არ არის.

ისინი ირწმუნებიან, რომ „სამეფო კლუბი“ ტიბო კურტუას შემცვლელად ახალგაზრდა მეკარეს, ანდრეი ლუნინს განიხილავს. გუნდმა უკრაინელი ფეხბურთელი გასულ ზაფხულს შეიძინა და ძირითადად B გუნდში ათამაშებს.

როგორც ჩანს, მომდევნო სეზონში მისი როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით