ვის გამო დატოვა ოჯახი "პსჟ"-ს ვარსკვლავმა (ფოტოგალერეა)

28-04-2020, 21:17

"პსჟ-ს" ვარსკვლავი მარკო ვერატო სამაგალითო მეოჯახედ ითვლებოდა. მან ბავშვობის სიყვარულთან ერთად ოჯახიც შექმნა, მაგრამ იდილია დიდხანს არ გაგრძელდა.

გასული წლის მაისში მარკო ვერატი ფორმულა 1-ის მონაკოს გრანპრიზე უცხო გოგონასთან ერთად შენიშნეს და მითქმა-მოთქმაც ატყდა.

როგორც შემდეგში გაირკვა, ეს იყო 26 წლის მოდელი ჯესიკა აიდი, რომელიც ცნობილ სამოდელო სააგენტო Nextmodels-ში მუშაობს. იგი ასევე მონაწილეობდა Sports Illustrated Swimsuit-ის გადაღებებში. Instagram-ში კი 162 ათასი მიმდევარი ჰყავს.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, ვერატიმ და აიდიმ ერთმანეთი ოტოგადაღებებისას გაიცნეს. მას მერე, რაც ეს წყვილი პირველად მაისში დააფიქსირეს ერთად, ურთიერთობა საქვეყნოდ ნოემბერში გააცხადეს:

აიდიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მიაწერა - დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო...



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით