რონალდო იტალიაში დაბრუნებას არ აპირებს

28-04-2020, 23:14

იტალიური პრესის ცნობით, ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო იტალიაში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს.

რონალდოს არ სურს იტალიაში ჩასვლა იქამდე, სანამ მაქსიმალურად არ იქნება დაცული უსაფრთხოების პირობები, ამიტომ ჯერ ჯერობით მადეირაზე დარჩება და კლუბის მითითებებს დაელოდება.

ვარაუდობენ, რომ კრიშტიანო ტურინში კერძო რეისით 4 მაისს ჩავა, როცა იტალიაში ფეხბურთელებს ნებას დართავენ ინდივიდუალურად ივარჯიშონ საკლუბო ბაზაზე.

თუმცა, თავად 35 წლის ფორვარდს ურჩევნია "იუვენტუსის" განკარგულებაში იყოს იმ მომენტიდან, სანამ ჯგუფური ვარჯიშები დაიწყება. ეს 18 მაისს უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, ფეხბურთელი თავის მშობლიურ კუნძულ მადეირაზე 3 მარტიდან იმყოფება. ის შინ დაბრუნდა დედის მოსანახულებლად, რომელმაც ინსულტი გადაიტანა და მას შემდეგ კუნძული არ დაუტოვებია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით