ჯერარდმა სერხიო ბუსკეტსი შეაქო

29-04-2020, 16:30

"ბარსელონას" ესპანელი საყრდენი ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი რომ გენიალური ფეხბურთელია, ამას საფეხბურთო სამყარო ერთხმად აღიარებს.

"ბლაუგრანას" ხერხემლის შესახებ მრავალ ლეგენდას უსაუბრია.

მათ შორისაა "ლივერპულის" ეპოქალური კაპიტანი, სტივენ ჯერარდი, რომელიც ამჟამად გლაზგოს "რეინჯერსს" უდგას სათავეში.

"ბუსკეტსის წინააღმდეგ ნათამაშები მაქვს. საბოლოო ჯამში შენ უარს ამბობ მის დაპრესინგებაზე, რადგან ეს უბრალოდ მომაბეზრებელი ხდება.

სერხიოს ვერ უახლოვდები, ბურთს ვერ ართმევ, გარს ვერ უვლი, რადგან პოზიციის მიღმა რჩები. ის დომინანტია." - განაცხადა ჯერარდმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით