პოგბა "იუვენტუსში" გადასვლასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მადრიდის "რეალში"

29-04-2020, 17:56

იტალიელი სპორტული მიმომხილველის ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, პოლ პოგბას ტრანსფერი მადრიდის "რეალში" რთულად წარმოსადგენი ხდება.

"მანჩესტერს" კონტაქტი გასულ კვირას ტურინის "იუვენტუსთან" ჰქონდა. იტალიელები ამ ეტაპზე ტრანსფერის გაჩარხვასთან ახლოს არიან.

ერთადერთი, რაც დანამდვილებითაა ცნობილი, 99%-იანი ალბათობით, ფრანგი ფეხბურთელი ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს.

ფეხბურთელის სავარაუდო სატრანსფერო ფასი ამ მომენტში 150 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით