"ქართველი ტექნიკურად "შტურმში" საუკეთესოა" - კვიტეიშვილი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების Top10-შია

29-04-2020, 22:56

ავსტრიულმა გამოცემა spox.com-მა გრაცის "შტურმის" ყველაზე ძვირადღირებული 15 ტრანსფერი დაასახელა. აღნიშნულის შედეგად ორი საინტერესო ფაქტი გახდა ცნობილი.

პირველი ისაა, რომ ოთარ კიტეიშვილის ტრანსფერში ავსტრიულმა კლუბმა "დინამო თბილისს" საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადა და მეორე - ქართველი ნახევარმცველის გვარი ცნობილი კლუბის ტოპ-ტრანსფერების ათეულში მოხვდა.

ქართველ ფეხბურთელს ავსტრიული გამოცემა ასე ახასიათებს:

"ოთარ კიტეიშვილის ტრანსფერი გუნდს 760,000 ევრო დაუჯდა. ეს გრაცის გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გარიგებაა. კიტეიშვილი თბილისის "დინამოდან" 2018 წლის ზაფხულში ჩამოვიდა და შემტევ ნახევარმცველად თამაშობს".

"ქართველი ტექნიკურად "შტურმში" საუკეთესოა. საინტერესოა, რამდენ ხანს შეძლებენ მის შენარჩუნებას?", - წერს გამოცემა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით