ეტოო: "მესიმ აღიარა, რომ მისი კარიერა ჩემი რჩვევის შედეგად შეიცვალა"

30-04-2020, 19:16

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ მედის წარმომადგენლებთან საუბრისას ადრეულ წლებში ლეო მესისთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

"მესიმ ჩემთან საუბრისას აღიარა, რომ ჩემმა მიცემულმა რჩევებმა მისი კარიერა შეცვალა, თუმცა არ ვაპირებ, საჯაროდ ვთქვა, რა რჩევა მივეცი მას".

"ერთ დღეს ის მოვიდა და მითხრა: "მადლობა, სამუელ, ჩემი კარიერა შეიცვალა".

"ლიონელი ყოველთვის ნიჭიერი იყო. ძალიან ვამაყობ და მიხარია, რომ მან ისტორია დაწერა", - განაცხადა კამერუნელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, "ბარსელონას" პირველ გუნდში მესის ოფიციალური დებიუტი 2004 წელს შედგა. მაშინ გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე სამუელ ეტოო იყო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით