დიბალამ კორონავირუსი ჯერაც ვერ დაამარცხა

29-04-2020, 23:24

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელი ვარსკვლავი, პაულო დიბალა, ჯერაც კორონავირუსს ებრძვის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვირუსით დაინფიცირებიდან 6 კვირის შემდეგ, მოთამაშის ტესტირებამ სამწუხაროდ კვლავ დადებითი შედეგი აჩვენა.

ცნობების მიხედვით, დიბალას სრულად გამოჯანმრთელების თარიღად, 14 მაისი სახელდება.

შეგახსენებთ, რომ იტალიური კლუბები ინდივიდუალურად ვარჯიშს, 4 მაისს დაიწყებენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით