დაუკავშირდა თუ არა "ბარსა" დე ლიგტის აგენტს - ნიკოლო შირას კომენტარი

28-04-2020, 15:24

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" მატიას დე ლიგტს კვლავ არ ეშვება და ამჯერად მისი "იუვენტუსიდან" გადაბირება სურს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიელები და ტურინელები ერთმანეთთან ფეხბურთელების გაცვლის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და მათ შორის დე ლიგტი და არტურ მელო არიან. MD წერდა, რომ "ბარსაში" გადასვლის წინააღმდეგი თავად ნიდერლანდელიც არაა.

ამ ყველაფერს ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტმა და Transfermarket-ის ექსპერტმა, ნოკოლო შირამ, ნათელი მოჰფინა. მისი თქმით, "ბარსელონა" მატაისის აგენტს, მინო რაიოლას, არ დაკავშირებია და ფეხბურთელის გაყიდვას არც "იუვე" აპირებს.

ასე რომ, "ბიანკონერის" გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან მათ იმედს გაშვების საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით