"ნიუკასლმა" პოჩეტინოს 19 მილიონი შესთავაზა !

30-04-2020, 10:31

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ინგლისური "ნიუკასლი", არგენტინელი თავკაცის, მაურისიო პოჩეტინოს გადაბირებას გეგმავს.

გავრცეელბული ინფორმაციის თანახმად, "კაჭკაჭების" ახალმა მფლობელებმა ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილ მთავარი მწვრთნელს, წელიწადში ანაზღაურების სახით, 19 მილიონი გირვანქა შესთავაზეს.

ცნობების მიხედვით, პოჩეტინო მისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული სპეციალისტის ხელფასი "ტოტენჰემში", 6.5 მილიონს შეადგენდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით