სტოიჩკოვი: "მოურინიო უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოიდ თარჯიმანი"

30-04-2020, 15:22

ფეხბურთის ქომაგებისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ გამოცდილი პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო კარიერის სტარტზე "ბარსელონაში" მუშაობდა.

ბევრი თვლის, რომ გუნდში, რომელთანაც მომავალში "განსაკუთრებულს" მრავალჯერ მოუწია დაპირისპირება, მოუს მხოლოდ თარჯიმნის მოვალეობა ჰქონდა დაკისრებული.

ეს შეხედულება "ბლაუგრანას" ბულგარელმა ლეგენდამ, ხრისტო სტოიჩკოვმა უარყო.

"როცა მოურინიო "ბარსაში" მოვიდა, ის უკვე ჟოზე იყო. ვიღაცამ ხალხს დააჯერა, რომ მოუ თარჯიმნად მუშაობდა, მაგრამ ეს შეცდომაა.

იგი ფეხბურთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული და ყველაფერი იცოდა, რაც მოედანზე ხდებოდა. ჟოზე ჩვენი მწვრთნელი და დიდი მეგობარი გახლდათ." - განაცხადა ხრისტომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით