უეფამ ფედერაციების ჩემპიონატების განახლების თარიღი დაუსახელა

30-04-2020, 16:24

როგორც მოგეხსენებათ, ევროპულ ქვეყნებში კორონავირუსის პანდემია ნელ-ნელა უკან იხევს და უკვე იმის განსაზღვრაც შეიძლება, საფრთხე მინიმუმამდე როდის შემცირდება.

შესაბამისად, საფეხბურთო ტურნირების განახლებაზე ფიქრიც დაიწყეს. მაგალითისთვის, ბუნდესლიგა 9 მაისიდან განახლდება, სერია ა-ში კი ვარჯიშებს 4/11 მაისს დაიწყებენ.

მნიშვნელოვანია ლა ლიგის, პრემიერ ლიგისა და სხვა ჩემპიონატების გადაწყვეტილებები.

Sky Sports-ის ინფორმაციით, უეფამ მათ 25 მაისი საბოლოო თარიღად დაუწესა, რომ წარადგინონ წინადადებები, თუ როდის განაახლებენ სეზონს.

27 მაისს კი ვიდეკონფერენციაა ჩანიშნული, სადაც უკვე ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ უეფამ წარმოადგინა ოფიციალური ინფორმაცია,რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სეზონის განახლება ვერ მოხერხდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით