მოურინიო მზადაა სონი დათმოს

30-04-2020, 18:26

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, შესაძლოა, მადრიდის „რეალსა“ და ლონდონის „ტოტენჰემს“ შორის დიდი გაცვლა მოხდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, გუნდში გარეთ ბეილის ტრანსფერითაა დაინტერესებული. უელსელი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს.

გამომდინარე აქედან, ბრიტანული მედია იტყობინება, რომ პორტუგალიელი სპეცეალისტი მზადაა 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ სონ-ჰეუნგ მინი დათმოს.

კორეელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 32 მატჩში 16 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქინქლაძე 10 ყველაზე გადაფასებულ მოთამაშეს შორის მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით