"ლივერპულის" გაჩემპიონება სიტუაციას უკონტროლოს გახდის" - ლივერპულის მერი პრემიერლიგის სეზონის ჩაშლის მომხრეა

30-04-2020, 23:12

ლივერპულის მერმა ჯო ანდერსონმა მედიის წარმომადგენლებთან პრემიერლიგის სეზნონის ჩაშლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ "ლივერპულის" ჩემპიონობაზე პრიორიტეტული ბევრი რამ არსებობს.

"საუკეთესო გადაწყვეტილება  სეზონის ჩაშლა იქნება. საქმე მხოლოდ "ლივერპულს" კი არ ეხება, არამედ პირველ რიგში ადამიანების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას".

"გულშემატკივარი კლუბის ჩემპიონობას უკვე 30 წელია ელოდება და ბევრი იზეიმებს, სიტუაცია უკონტროლო გახდება. სტადიონზე მაყურებლები რომც არ დავუშვათ, გარეთ შეიკრიბებიან და იზეიმებენ. დიდი ხანია, "ლივერპული" ჩემპიონი არ გამხდარა და სახლში არავინ დარჩება", - ციტირებს BBC ანდერსონის სიტყვებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით