"ჯანო რუსული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე უნდა გამხდარიყო"

1-05-2020, 22:23

ჯანო ანანიძის ყოფილმა თანაგუნდელმა, ბრაზილიელმა იბსონ ბარეტო და სილვამ მედიის წარმომადგენელებთან ჩვენებურის შესახებ ისაუბრა და "სპარტაკში" მათი ურთიერთობა გაიხსენა.

"სპარტაკში" თამაშისას ჯანო  ძალიან ახალგაზრდა იყო, თუმცა, საოცარი ტექნიკა ჰქონდა და  ბურთთან ერთად უკვე ყველაფრის გაკეთება შეეძლო".

"მისი მონაცემების პატრონი რუსული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე უნდა გამხდარიყო. ფეხბურთი სწორედ ამითაა ამოუცნობი. ზოგჯერ პოტენციალის გამოყენებას უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელები ვერ ახერხებენ, ხოლო ის, ვინც თითქოს სხვებზე ნაკლებია, პირველ პლანზე გამოდის", - განაცხადა 36 წლის ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, ანანიძე "სპარტაკის" ღირსება 12 წელი იცავდა, ამჟამად კი, კვიპროსულ "ანორთოსისში" თამაშობს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით