"მილანმა" ჩალჰანოღლუს ბედი გადაწყვიტა

1-05-2020, 20:21

"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაკან ჩალჰანოღლუ "მილანისათვის" ხელშეუხებელთა სიაშია და "როსონერის" ათიანი გუნდთან ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში გაახანგრძლივებს.

თურქი ფეხბურთელი ვინჩენცო მონტელა მწვრთნელობის პერიოდიდან სუსოსთან ერთად გუნდის ლიდერად ითვლება და როგორც ზემოთ ხსენებული წყარო იტყობინება მომავალშიც ასე გაგრძელდება.

კონტრაქტის გახანგრძლივებას არც რალფ რანგნიკის შესაძლო მოსვლა შეაფერხებს, რადგან გერმანელი სპეციალისტი ჩალჰანოღლუს დიდი გულშემატკივარია და "ლაიპციგში" მის მიწვევას არაერთხელ ეცადა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით