სეტიენი: "ნეიმარის დრო არ არის, ფეხბურთს ახლა ძალიან უჭირს"

1-05-2020, 21:29

Gazzetta Delo Sport-თან ჩაწერილ ინტერვიუში "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს აზრი "პსჟ-დან" ნეიმარ ჟუნიორის შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხეს.

გამოცდილი სპეციალისტის პასუხი საკმაოდ მოკლე და ლოგიკური გახლდათ.

"222 მილიონი ევრო ნეიმარისთვის? არა. არ მგონია, რომ ახლა ვინმემ ამდენის გადახდა შეძლოს.

პატარა კლუბები ახლა უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ისინი ლიმიტირებული სახსრებით არსებობდნენ და პირველივე დარტყმის შემდეგ კრიზისში აღმოჩნდნენ. ფეხბურთს ახლა ძალიან უჭირს", - განაცხადა სეტიენმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალური განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით