რონალდინიო: "გავოცდი, როცა გავიგე, რომ ჩემი დოკუმენტები გაყალბებული იყო, ჩემი დაჭერა..""

1-05-2020, 18:21

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ბრაზილიელი ლეგენდა, რონალდინიო პარაგვაის საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთის მცდელობის გამო გახლდათ დაკავებული.

გაუჩოსა და მის ძმას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 6 თვე უნდა გაეტარებინათ, თუმცა მათ გირაო გადაიხადეს და ახლა შინაპატიმრობაში იმყოფებიან.

დინიომ დაკავების მომენტი თავის უკანასკნელ ინტერვიუში გაიხსენა.

"პარაგვაიში ჩემი ძმის მიერ გაფორმებული კონტრაქტის გამო აღმოჩნდით. იქ კასინოსა და წიგნის პრეზენტაციას უნდა დავსწრებოდით.

სრულიად განცვიფრებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ დოკუმენტები გაყალბებული გახლდათ. მას შემდეგ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით სამართალდამავეთან, რათა ყველაფერი გაგვერკვია.

ჩვენ ახსნა-განმარტება ყველაფერზე დავწერეთდა მათი მოთხოვნებიც დავაკმაყოფილეთ. დაკავება ჩემთვის დიდი დარტყმა გამოდგა. აზრადაც ვერ გავივლებდი, რომ ოდესმე ამას საკუთარ თავზე ვიწვნევდი." - განაცხადა გაუჩომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით