"დორტმუნდს" სანჩოს შემცვლელად ფატი სურს !

2-05-2020, 13:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "დორტმუნდის ბორუსიამ" ინგლისელი ვარსკვლავის, ჯეიდონ სანჩოს შემცვლელს, უკვე მიაგნო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანული გრანდის სატრანსფერო რადარზე ბოლო დროს ყველაზე მეტად, კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი თავდამსხმელი, ანსუ ფატი გამოჩნდა.

ცნობების მიხედვით, "დორტმუნდი" მზადაა 17 წლის შემტევის გადასაბირებლად, 5 მილიონი ევრო გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ფატის დათმობას, მხოლოდ სანჩოს სანაცვლოდ გეგმავს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალური განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით