რაულ ხიმენესი: "ამ შანსის ხელიდან გაშვება სისულელე იქნება"

2-05-2020, 14:10

პრემიერ ლიგური "ვულვზის" მექსიკელმა ვარსკვლავმა, რაულ ხიმენესმა ESNP Mexico-სთან საუბარში თავის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ესპანური გრანდების დაინტერესების შემთხვევაში, შემოთავაზებას მიიღებს.

"სოციალური ქსელიდან ვიგებ, რომ ხან "რეალს" მიკავშირებენ, ხან "ჩელსის", ხან "არსენალსა" და ხან "მანჩესტერ იუნაიტედს". ყოველდღე ახალ-ახალი გუნდები ჩნდება.

თუ ამაზე საუბარი მიდის, ესე იგი, საქმეს კარგად ვაკეთებ. ინგლისში ადაპტაციის პერიოდი უკვე გავიარე და კარიერის გაგრძელებასაც აქ ვისურვებდი.

მიუხედავად ამისა, თუ მეტყვით, რომ ხვალ "ბარსასგან" ან "რეალისგან" მივიღებ შემოთავაზებას, ბუნებრივია, ასეთ შანსს ხელიდან არ გავუშვებ." - განაცხადა ხიმენესმა.

29 წლის ფორვარდმა 2019/20 წლების სეზონში "მგლების" მაისური 44-ჯერ მოირგო და სულ 22 გოლი და 10 ასისტი დააგროვა.

ტრანსფერმარკეტზე ის 40 მილიონ ევროდაა შეფასებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით