ბალოტელიმ თავის კარიერაზე ისაუბრა

2-05-2020, 18:45

"მილანის" და "სიტის" ყოფილმა და ამჟამად "ბრეშას" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ ინსტაგრამის ლაივის მეშვეობით წარსული გაიხსენა, როცა "იუვენტუსში" გადასვლა შეეძლო, მაგრამ "მილანი" აირჩია.

"სიტიში" ასპარეზობის შემდეგ "იუვენტუსი" დამიკავშირდა, მაგრამ გალიანისგან წინადადება მივიღე და "მილანი" ავირჩიე. "როსონერის" შემოთავაზებაზე ბევრი არ მიფიქრია, რადგან "შავ-წითლებში" თამაში ყოველთვის მინდოდა მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არც ისე ძლიერი გუნდი ჰყავდათ."

"მილანი" და "ინტერი" ბავშვობიდან მომწონდა. გალიანისთან საოცარი ისტორიები მაკავშირებს, რომლითაც ანეგდოტების წიგნაკის აკინძვაც შესაძლებელია. ადრიანო დიდებული ადამიანია." - განაცხადა ბალოტელიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით