"ბარსელონამ" დემბლეს შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

2-05-2020, 20:08

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა Mundo Deportivo-მ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ "ბარსელონამ" უსამან დემბლეს შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

წყაროს ცნობით, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი 22 წლის ფეხბურთელში დიდ პერსპექტივას ხედავს და მის გამოჯანმრთელებას დაელოდება. ასე, რომ მომავალ ზაფხულს დემბლე კატალონიას არ დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელემ მარჯვენა ფეხზე სერიოზული ტრავმა მიიღო და ოპერაციაც გადაიტანა.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო, დემბელემ მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" შემადგენლობაში მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოასწრო.

აქამდე იწერებოდა, რომ დემბლეს გადაბირებით "არსენალი" იყო დაინტერესებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით