მოურინიო: "ეს იყო ერთადერთი შემთხვევა როდესაც ვიტირე"

2-05-2020, 21:38

"ტოტენჰემის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას დაასახელა ერთადერთი მატჩი, რომლის წაგების შემდეგაც იტირა.

"ბაიერნთან" წაგების ღამე ერთადერთია, როდესაც ფეხბურთის თამაშის შემდეგ ვტიროდი. კარგად მახსოვს. მე და აიტორმა მანქანა ავტოსადგომზე დავტოვეთ და ჩვენი სახლის წინ ვტიროდით. ძალიან რთული იყო ამ წაგებასთან შეგუება, იმ სეზონში ევროპაში საუკეთესო გუნდი გვყავდა".

შეგახსენებთ, 2011-2012 წლების სეზონში "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბაიერნთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.

საინტერესოა, რომ იმავე სეზონში მოურინიოს "სამეფო კლუბმა" დაამყარა ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი მოპოვებული ქულებისა და გოლების რაოდენობით.

"არ ვიცი იყო თუ არა ეს კარიერის ყველაზე მაღალი წერტილი, მაგრამ აშკარად მნიშვნელოვანი მომენტი გახლდათ, რადგან ეს მოხდა "ბარსელონას" დომინირების პერიოდში. ამ დომინაციის დასრულება კი სარეკორდო ქულებითა და გოლებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო. ეს არ გახლდათ მხოლოდ ლა ლიგის მოგება, არამედ ისტორია დავწერეთ", - იხსენებს მოურინიო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალური განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით