ლაუტარო მარტინესის მომავალი გარკვეულია

3-05-2020, 15:26

Mundo Deportivo იტყობინება, რომ "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნემ, ლაუტარო მარტინესმა "ინტერს" შეატყობინა, რომ გუნდიდან წასვლა სურს.

როგორც ჩანს, 22 წლის შემტევს მართლაც ძალიან უნდა "ბლაუგრანაში" გადაბარგება და ამას არც მალავს.

წყარო ამატებს იმასაც, რომ კორონაკრიზისის გამო, "ნერაძური" მზადაა, მარტინეს 80 მილიონ ევროდ შეელიოს, რაც ლაუტაროს გამოსასყიდ თანხაზე 30 მილიონი ევროთია ნაკლები.

მიუხედავად ამისა, კატალონიელთათვის ამ თანხის გადახდაც პრობლემატურად ჩანს და ისინი გარიგებაში საკუთარი მოთამაშეების ჩართვას გეგმავენ.

ყველაზე ხშირად ნელსონ სემედუსა და არტურო ვიდალის კანდიდატურები სახელდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქინქლაძე 10 ყველაზე გადაფასებულ მოთამაშეს შორის მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით