სამუელ უმტიტის ახალი ვარიანტი გამოუჩნდა

3-05-2020, 15:09

Sport იტყობინება, რომ "პარის სენტ-ჟერმენის" რადარზე "ბარსელონას" ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი გამოჩნდა.

წყაროს თანახმად, პარიზელები ფრანგ უკანახაზელს ტიაგო სილვას მემკვიდრედ განიხილავენ, რადგან გამოცდილი ბრაზილიელი მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება და იგი კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს.

"პსჟ-ს" სპორტული დირექტორი, ლეონარდო დიდ სემს ბრწყინვალე კანდიდატურად მიიჩნევს და პირველ ჯერზე "ბლაუგრანასთვის" 30 მილიონი ევროს შეთავაზებას გეგმავს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, თავად სამუელს "კამპ ნოუს" დატოვება არ უნდა.

2019/20 წლების სეზონში უმტიტიმ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური 16-ჯერ მოირგო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალური განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით