"ანართოსისმა" სტაბილური მეკარე ოპოვა" - კვიპროსული მედია ლორიას ახასიათებს

3-05-2020, 22:47

კვიპროსულმა გამოცემა Bala-მ ფანაგუსტას "ანორთოსისის"  ქართველი მეკარე გიორგი ლორია დაახასიათა.

"ქართველის სახით "ანორთოსისმა" სწორედ ის სტაბილური მეკარე იპოვა, რომელსაც ეძებდა. თემურ ქეცბაია კი ელის, რომ გიორგი მის გაწვრთნილ გუნდს მომავალშიც დაეხმარება".

"ლორიამ კლუბში 21 შეხვედრაში 1890 წუთი ჩაატარა და 18 გოლი გაუშვა. ასევე საიმედო იყო 2018/19 წლების სეზონში "მაგდებურგში", რომელიც ლიგიდან გავარდა. მაგრამ ქართველმა მეკარემ 11 მატჩში (986 წუთი) მხოლოდ 10 გოლი გაუშვა",  - წერს გამოცემა.

გიორგი ლორია მიმდინარე სეზონში კვიპროსულმა მედიამ და გულშემატკივრებმა არაერთხელ გამოარჩიეს.

ახლახანს, კვიპროსის ფეხბურთის პროფესიული კავშირის ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, საქართველოს ნაკრების მეკარე საუკეთესო კიპერების სამეულში დაასახელეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რატომ ვერ მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე მისივე პრესკონფერენციაზე ?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით