ვილიანი "არსენალში" ?!

4-05-2020, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალის" სატრანსფერო რადარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჩელსიდან" ფრანგი შემტევის, ოლივიე ჟირუს გადაბირების შემდეგ, "მეთოფეები" ამჯერად ბრაზილიელი თავდამსხმელის, ვილიან სილვას შეძენას შეეცდებიან.

ცნობების მიხედვით, "არისტოკრატთა" მოთამაშეს ჯერ-ჯერობით მისი ამჟამინდელი კლუბის დატოვება არ გადაუწყეტია.

შეგახსენებთ, რომ ვილიანის ტრანსფერი ამასთან ერთად, "ტოტენჰემს" სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით