ალკანტარა: "კოუტინიო უბრალოდ ფენომენია"

4-05-2020, 16:10

კატალონიის "ბარსელონას" აღზრდილმა ტიაგო ალკანტარამ, თავის თანამემამულე ფელიპე კოუტინიოსთან დაკავშირებით, SPORT-თან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა.

"ფელიპე კოუტინიო ფენომენია", - განაცხადა ალკანტარამ.

როგორც იცით, ტიაგო "ლურჯ-ბროწეულისფრების" ღირსებას 2013 წლამდე იცავდა, მას შემდეგ იგი გერმანულ "მიუნხენის ბაიერნს" შეუერთდა, სადაც დღემდე უმაღლეს დონეზე ასპარეზობს.

რაც შეეხება, "ბლაუგრანას" მფლობელობაში მყოფ კოუტინიოს, ისიც გერმანულ კლუბში მოღვაწეობს, თუმცა თანაგუნდელისგან განსხვავებით, საკმაოდ ცუდ ფორმაში გახლავთ.

როგორც გავლენიანი გამოცემები იუწყებიან, მიუნხენური კლუბი მისით იმედგაცრუებულია და ბრაზილიელის გამოსყიდვით დაინტერესებული არ არის..

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით