ვილიანს "ჩელსიში" გაჩერება აღარ სურს

4-05-2020, 16:35

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, მარტინ კეონმა "ჩელსის" ბრაზილიელი გარემარბის, ვილიანის მომავლის შესახებ ისაუბრა.

გამოცდილ ვინგერს "ბარსელონას" უკვე წლებია უკავშირებენ, თუმცა ბოლო პერიოდში მის "არსენალში" გადაბარგებაზეც ალაპარაკდნენ.

"ვილიანს "არსენალში" ვერ ვხედავ. ვფიქრობ, ის "ბარსას" ან "რეალს" უმიზნებს.

ბრაზილიელი გასაოცარი ტალანტია. თუ იგი წავა, "ჩელსი" დასუსტდება, მაგრამ ფრენკ ლამპარდმა იცის, რასაც აკეთებს. მგონია, რომ "ლურჯების" თავკაცს მისი შენარჩუნება უნდა უნდოდეს." - განაცხადა კეონმა.

შეგახსენებთ, რომ მომავალ ზაფხულს ვილიანს "არისტოკრატებთან" კონტრაქტი ეწურება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით