არველაძე სამწუხარო ცნობას ავრცელებს - "ის მუდამ ჩემს მეხსიერებაში იქნება"

4-05-2020, 17:26

ლეგენდალური ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში ძალიან სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

"უზომოდ დამწუხრებული ვარ, ჩემი ახლო მეგობრის და გამორჩეული ექიმის, დათო დათუნაშვილის გარდაცვალებით. მე და აჩიმ მისი დახმარებით უამრავ ტრავმას ვაჯობეთ და რომ არა დათო ჩვენი კარიერა ისეთი ვერ იქნებოდა, როგორიც გულშემატკივრების მეხსიერებაში დარჩა".

"რეინჯერსში" ყოფნის პერიოდში ზედიზედ მიღებული რამდენიმე ტრავმის შემდეგ, კოჭის ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე. დათომ მითხრა, დამელოდე და ისე გიმკურნალებ, ოპერაცია არ დაგჭირდებაო. რამდენიმე დღის შემდეგ, მკურნალობა მასთან დავიწყე და მოედანს სრულფასოვნად, ოპერაციის გარეშე დავუბრუნდი", - წერს შოთა არველაძე.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით