ევრა: "მე ვმათხოვრობდი და ამის სულაც არ მრცხვენია"

4-05-2020, 18:09

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ მედიის წარმომადგენლებთან საკუთარი წარსული გაიხსენა.

"ძალიან რთული ბავშვობა მქონდა, მრავალშვილიან გაჭირვებულ ოჯახში გავიზარდე და ხშირად ქუჩაში მეძინა. ყოფილა დღეები, როცა საჭმელი არ გვქონდა".

"არ მრცხვენია იმის აღიარების, რომ ვმათხოვრობდი. მაღაზიების წინ ვიდექი და როდესაც ვინმე გამოივლიდა, ერთ დოლარს ვთხოვდი. ზოგი მაძლევდა ფულს, ზოგიც - არა. მე მხოლოდ სენდვიჩის ყიდვა მინდოდა.

"ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ ბედნიერიც ვიყავი. ყოველთვის იღბლიანად ვთვლიდი თავს. ჩემ ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი, რადგანაც ამან მაქცია ისეთ ადამიანად, როგორიც ახლა ვარ", -  აცხადებს პატრის ევრა.

შეგახსენებთ, ევრამ კარიერის უდიდესი ნაწილი "ოლდ ტრაფორდზე" გაატარა, სადაც 15 ტიტული მოიგო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით