რონალდომ "იუვენტუსს" მისი შემცვლელი დაუსახელა

4-05-2020, 18:46

გავლენიანი ფრანგული გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა გაბრიელ მარტინელიმ შესაძლოა კარიერა იტალიაში განაგრძოს.

წყაროს ინფორმაციით, ტურინელთა ლიდერს კრიშტიანო რონალდოს მიაჩნია, რომ 18 წლის ფეხბურთელი შეიძლება "იუვენტუსში" მისი სრულფასოვანი შემცვლელი გახდეს.

პორტუგალიელმა იტალიის ჩემპიონს მარტინელის შეძენა ურჩია. იტალიური კლუბი რაც შეიძლება მალე განიხილავს ბრაზილიელის ტრანსფერს, რადგან ფეხბურთელის ფასი სწრაფად იზრდება.

მარტინელი "არსენალში" თავის პირველ სეზონს ატარებს. მან 26 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა. მისი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით