"გელოდებით მადრიდში" - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელს მარსელომ ვიდეომიმართვა გაუგზავნა (ვოდეო)

4-05-2020, 19:42

საბა ჭინჭარაულით, რომელიც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და "ვაასლანდ ბევერენის" დუბლშემადგენლობის ფეხბურთელია, ბრაზილიელი ვარსკვლავი მარსელო დაინტერესდა - ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი ლიდერმა ქართველ ფეხბურთელს ვიდეომისალმება გაუგზავნა და მისი ამბებით ინტერესდება.

"ჰეი, საბა, როგორ ხარ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოჯახში. შეხვედრამდე მადრიდში!" - ამბობს მარსელო ჭინჭარაულისადმი ვიდეომიმართვაში.

აღნიშნულის შემდეგ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ჭინჭარაულს დაუკავშირდა და მარსელოსთან ურთიერთობაც დაადასტურა და შესაძლო ტრანსფერის ამბავიც გაავიმხილა.

"გასული ზაფხულში ბელგიაში ჩვენი გუნდის მატჩების სანახავად მარსელოს ბავშვობის მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი ლეანდრო და სილვა ჩამოვიდა. მაშინ ის ჩვენ ბრაზილიელ თანაგუნდელზე დასაკვირვებლად იყო მოსული, მაგრამ, როგორც გავიგე, მე მოვეწონე და მარსელოს და მის აგენტს ინფორმაცია მიაწოდა. ამის შემდეგ მარსელოს მენეჯერი დამიკავშირდა, ჩამოვიდა და კონტრაქტი გამიფორმა. ამიტომ ამბობს მიმართვაში, კეთილი იყოს ოჯახში შენი მობრძანებაო".

"მარსელომ არა მხოლოდ ვიდეომიმართვა გამომიგზავნა, არამედ რამდენჯერმე მომწერა, დამელაპარაკა და მაიმედებს, რომ სააგენტო LifePro მალე ახალ კლუბს მომიძებნის. ახლა გუნდების დაკონკრეტება არ მსურს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სააგენტომ ჩემს ტრანსფერზე მოლაპარაკება ესპანეთის 3 კლუბთან დაიწყო", - აცხადებს ჭინჭარაული.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალური განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით