პირველი ქართველი მადრიდის "რეალის" ისტორიაში

4-05-2020, 22:05

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალი" ქართველი კალათბურთელის, თორნიკე სენგელიას დამატებით არის დაინტერესებული.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" ეს ინტერესი განსაკუთრებით გაძლიერდა. როგორც ცნობილია, 28 წლის მძიმე ფორვარდის დამატება თავად გუნდის მთავარ მწვრთნელს, პაბლო ლასოს სურს.

დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ "რეალის" რიგებს ერთბაშად რამდენიმე მოთამაშე დატოვებს და შესაბამისად, კლუბს მისი ჩანაცვლება აუცილებლად დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ მადრიდული გრანდის ისტორიაში ქართველ სპორტსმენს არასდროს უთამაშია. შესაბამისად, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, შენგელია პირველი ქართველი იქნება, რომელიც "რეალის" ღირსებას დაიცავს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალური განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით