ტერ შტეგენი "ჩელსიში" ?!

5-05-2020, 13:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" სატრანსფერო რადარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის ხელმძღვანელი, ფრენკ ლამპარდი, ბოლო დროს, კატალონიის "ბარსელონას" გერმანელი გოლკიპერით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენით დაინტერესდა.

ცნობების მიხედვით, "ბლაუგრანას" მეკარეს ჯერ-ჯერობით ესპანეთიდან წასვლის გადაწყვეტილება არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული კარის დარაჯის ღირებულება ამჟამად 95 მილიონ გირვანქას შეადგენს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალური განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით