იგორ გომესისადმი ევროპული გრანდის ინტერესი დადასტურდა

5-05-2020, 14:14

ბრაზიულიური "სან პაულოს" გენერალუმა მენეჯერმა ალექსანდერ პასარომ გუნდის ფეხბურთელის იგორ გომესის მიმართ მადრიდის "რეალის" ინტერესი ოფიციალურად დაადასტურა.

ფუნქციონერის თქმით, ოფიციალური წინადადება ჯერ არცერთი კლუბისგან მიღებული არაა, თუმცა ინტერესი "რეალისგან" დადასტურებულია.

21 წლის ფეხბურთელს წინა სეზონიდან მოყოლებული "ბარსელონა", "აიაქსი" და "რეალი" აქტიურად აკვირდებიან.

იგორ გომესი "სან პაულის" აღზრდილია, ხოლო მთავარ გუნდში 2018 წლიდან გამოდის. ის პოზიციით ნახევარმცველია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალური განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით