პოჩეტინო "ნიუკასლში" მიდის და თან ბრაზილიელი ვარსკვლავი მიჰყავს

5-05-2020, 16:30

"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს, მომავალი კვლავაც გაურკვეველია. არც კატალონიურ კლუბს და არც "ბაიერნს" მისი შენარჩუნება არ სურთ. შესაბამისად, ბრაზილიელმა ახალი ნავსაყუდელი უნდა მოძებნოს.

მისი დონის ფეხბურთელს, რა თქმა უნდა, მსურველები არ აკლია. ამ სიაში, რამდენიმე პრემიერ ლიგურ გუნდთან ერთად, "ნიუკასლ იუნაიტედიც" ჩაეწერა. შეგახსენებთ, რომ "კაჭკაჭები" არაბმა შეიხმა იყიდა და უძლიერესი გუნდის შეკვრას აპირებს.

ცნობილია, რომ ინგლისური კლუბი დაახლოებით 98-100 მილიონად გამთამაშებელს ეძებს, რისთვისაც კოუტინიო იდეალური ვარიანტია.

Sport იტყობინება, რომ, შესალოა, ფილიპეს "ნიუკასლში" გადასვლაში გადამწყვეტი როლი მაურისიო პოჩეტინომ ითამაშოს, რამეთუ "სენტ გეიმს პარკის" ბინადრების მწვრთნელად არაბ მულტიმილიარდელს სწორედ ის სურს.

არაა გამორიცხული, პოჩეტინოს ფაქტორმა კოუტინიოზე დიდი გავლენა მოახდინოს, ვინაიდან "ესპანიოლში" არგენტინელი სწორედ კოუს დამრიგებელი იყო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით