"პარი სენ-ჟერმენი" და ნეიმარი ვერ თანხმდებიან

5-05-2020, 17:29

ნეიმარი ამჟამად მსოფლიოში მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

"The Sun"-ის ინფორმაციით ნეიმარმა "პსჟ"-ს უარი განუცხადა ახალ შეთავაზებაზე. ეს ყველფერი კი ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ესპანეთში დაბრუნებას უფრო რეალურს ხდის.

ნეიმარისთვის სავარაუდოდ "ბარსელონა" და "რეალი" იბრძოლებენ. 28 წლის ფეხბურთელი ფრანგულ კლუბში სწორედ კატალონიიდან მოხვდა. პარიზულ მხარეს ტრანსფერი 222 მილიონი ევრო დაუჯდა.

ნეიმარს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 102 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 61 გოლით გამოიჩინა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით