ანსუ ფატის შეძენით "დორტმუნდი" ინტერესდება

5-05-2020, 18:58

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც "ბარსელონას" 17 წლის შემტევით, ანსუ ფატით დორტმუნდის "ბორუსია" ინტერესდებოდა.

გამოცემები წერდნენ, რომ "ბლაუგრანა" გვიენა-ბისაუელის განათხოვრების ვარიანტს განიხილავდა, რადგან მომავალი სეზონიდან კლუბის წინა ხაზში კონკურენცია ჯოჯოხეთურად მძლავრი იქნება.

მიუხედავად ამისა, ESPN Deportes იტყობინება, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერები" მათი ტალანტის არსად გაშვებას აპირებენ.

წყაროს თანახმად, ანსუ გამუდმებით ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, B გუნდსაც დაეხმარება.

კატალონიელებს უნდათ, რომ ფატის განვითარების პროცესი თავადვე აკონტროლონ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალური განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით