ოფიციალურად: ქართველი ფეხბურთელი "კორონას" დაემშვიდობა

5-05-2020, 20:36

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ვატო არველაძე პოლონურ საფეხბურთო კლუბ "კორონას" დაემშვიდობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გუნდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

"ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მადლობას ვუხდით არველაძეს გუნდისთვის გაწეული სამსახურისთვის და მომავალ კარიერაში წარმატებებს ვუსურუვებთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ვატო არველაძე "კორონავის" ღირსებას 2018 წლიდან იცავდა და კონტრაქტი კლუბთა მიმდინარე წლის ზაფხულამდე აკავშირებდა.

ჯერჯერობით არაფერია ცნობილი არველაძის მომავალი კლუბის შესახებ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რატომ ვერ მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე მისივე პრესკონფერენციაზე ?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით