"სუპერმანქანა, სასტუმროები, ცხვირის აბზუება. აი, რატომ ვერ ითამაშა ქართველმა". - უკრაინელი ფეხბურთელის განცხადება

5-05-2020, 21:03

ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი დემჩენკომ Sportarena-სთან ინტერვიუში გიორგი ქინქლაძისა და შოთა არველაძის შესახებ ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ ვერ შეძლო ქინქლაძემ კლუბში თავის დამკვიდრება.

"ქინქი ინგლისიდან მოვიდა, სუპერმანქანა ჰყავდა, ცხოვრობდა სასტუმროში და პრაქტიკულად არავისთან ურთიერთობდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ არ მიიღო ის გუნდმა".

"არველაძემ კი ყველასთან სწრაფად იპოვა საერთო ენა, დაიწყო გოლების გატანა. გულღია, მხიარული ბიჭი იყო, დაიკავა ძირითადში ადგილი და შემდეგ აღარც დათმო", - იხსენებს წარსულში ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით