2016 წელს გარდაცვლილი ფეხბურთელი რამდენიმე დღის წინ ცოცხალი იპოვნეს

5-05-2020, 21:27

ერმანული მედია უცნაურ ამბავს ავრცელებს - გელზენკირხენის შალკეს ყოფილი მცველი ჰიანიკ კამბა, რომელიც 2016 წელს გარდაცვლილად გამოაცხადეს, სინამდვილეში ცოცხალია.

კონგოელი ფეხბურთელის გარდაცვალება 2016 წლის 9 იანვარს დაფიქსირდა. იუწყებოდნენ, რომ კამბა ავტოავარიაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გარდაიცვალა.

როგორც იტყობინებიან, 33 წლის ჰიანიკ კამბა ამჟამად გელზენკირხენში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს, პროკურატურა კი გამოძიებას ფეხბურთელის ცოლის მიმართ იწყებს, რომელმაც კამბას დაღუპვის ფაქტის წყალობით, სადაზღვევო კომპანიისგან საკმაოდ დიდი თანხა მიიღო.

ერთი სიტყვით, ეჭვობენ, რომ ქალბატონის მიერ სადაზღვევო კომპანიაში წარდგენილი დოკუმენტები, რომლებიც კამბას დაღუპვას ადასტურებდა, გაყალბებული იყო და მიზანი სადაზღვევო თანხის მიღება გახლდათ.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რატომ ვერ მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე მისივე პრესკონფერენციაზე ?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით