არველაძემ გიორგი ჩაკვეტაძეს მიმართა: "ჩემი პასუხი ამაზე ძალიან არასწორი იქნება"

5-05-2020, 22:48

თურქული გამოცემის ინფორმაციით, საფეხბურთო წრეებში ლაპარაკობდნენ, რომ ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე გიორგი ჩაკვეტაძეს არწმუნებდა  "გენტიდან" "ტრაბზონსპორში" გადასულიყო .

თუმცა თავად არველაძემ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

"ჩაკვეტაძე დიდ კლუბში ტრანსფერთან ახლოს უკვე იყო და ახლა არც ის არის საიდუმლო, რომ მისით "ბორდო" სერიოზულადაა დაინტერესებული".

"რაც შეეხება "ტრაბზონსპორთან" დაკავშირებით, ამაზე პასუხი ჩემი მხრიდან არასწორი იქნება. თუ თავად მოთამაშე რამეს მკითხავს, ამას არავის დავუმალავ", - განაცხადა შოთა არველაძემ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით