"ჩელსის" სატრანსფერო ბიუჯეტი გაორმაგდა !

6-05-2020, 02:26

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" კორონავირუსის პანდემიით განპირობებული ეკონომიკური კრიზისი არ შეეხება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის მფლობელმა და რუსმა ოლიგარქმა, რომან აბრამოვიჩმა, მისი გუნდის სატრანსფერო ბიუჯეტი გააორმაგა.

ცნობების მიხედვით, "არისტოკრატები" ზაფხულში, 250 მილიონი გირვანქის დახარჯვას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გრანდი ამჟამად ყველაზე მეტად, მიუნხენის "ბაიერნიდან" ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოს გადაბირებითაა დაინტერესებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქინქლაძე 10 ყველაზე გადაფასებულ მოთამაშეს შორის მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით