პოჩეტინოს მაცდური სატრანსფერო გეგმები "ნიუკასლში"

6-05-2020, 16:18

"ბარსელონას" ინტერესი ლაუტარო მარტინესისა და ნეიმარ ჟუნიორისადმი ახალი ამბავი ნამდვილად არ გახლავთ.

ყველასათვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ტრანსფერების განსახორციელებლად "ბლაუგრანას" დამატებითი სახსრები ესაჭიროება.

ბიუჯეტის გასაზრდელად კი "ლურჯ-ბროწეულისფერები" უპირველეს ყოვლისა ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს გაყიდვას გეგმავენ.

გავრცელებული ცნობების თანახმად, კოუთი მოხიბლულია არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო, რომელსაც თავის მხრივ "ნიუკასლის" ჩაბარებას უწინასწარმეტყველებენ.

სწორედ ამ ფაქტის გამო Marca ამბობს, რომ ახლა კატალონიელთა სატრანსფერო გეგმები პოჩოს ხელშია: თუ იგი "კაჭკაჭებში" მივა და მათ ფილიპეს მოაყვანინებს, "ბარსასთვის" ყველაფერი გაცილებით მარტივად წავა.

მადრიდული გამოცემა ამატებს, რომ ახლა "ასულგრანას" კოუტინიოს 80 მილიონად გაყიდვის იმედი აქვს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით