ჯეიდონ ანჩოს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა

6-05-2020, 17:20

ესპანური გამოცემა AS იტყობინება, რომ "ბარსელონა" დორტმუნდის "ბორუსიას" ინგლისელ შემტევს, ჯეიდონ სანჩოს ნეიმარ ჟუნიორის ალტერნატივად განიხილავს.

წყაროს თანახმად, თუ "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" "პსჟ-დან" ბრაზილიელი გარემარბის გადმობირება ვერ შეძლეს, ისინი მთლიანად სანჩოზე გადაერთვებიან.

აღსანიშნავია, რომ ჯეიდონით პრემიერ ლიგის გრანდები - "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" - ინტერესდებიან, ამიტომ "ბლაუგრანა" დიდ ბრძოლაში ებმება.

"ყვითლები" 20 წლის ინგლისელს 150 მილიონ ევროდ აფასებენ.

2019/20 წლების სეზონში სანჩოს გენიალური სტატისტიკა აქვს - 17 გოლი და 19 ასისტი 35 მატჩში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით